Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოპალიანი: კვოტირება ჩვენს ქვეყანაში მამაკაცების შეურაცხყოფაა. კარგად ვიცით ქალების ფასი

13 სექტემბერი, 2017 14:04

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) მიერ წარდგენილ ინიციატივას განიხილავს, რომელსაც ხელს  37 ათასი ამომრჩეველი აწერს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია.

„კვოტირება ჩვენს ქვეყანაში მამაკაცების შეურაცხყოფაა. ჩვენ კარგად ვიცით ქალების ფასი. რა გვჭირს ევროპის შესადარებელი, ჩვენ რომ „ვეფხისტყაოსანი“, გვქონდა ისინი ხეზე დარბოდნენ, ამიტომ აქეთ მოგვბაძონ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა. 

11 სექტემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე არ დაეთანხმა.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლის მიხედვით, პარტიები ვალდებულნი იქნებიან, საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას 50%-იანი გენდერული კვოტა დაიცვან და სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ცვლილება მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს იქნება დროებითი ზომა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლადაა საჭირო.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში (150 წევრიდან) ქალების რაოდენობა არანაკლებ 38 იქნება და, საბოლოოდ, ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას მივიღებთ.

ამჟამად პარლამენტში ქალების 16%-იანი წარმომადგენლობაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^