Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეთნიკური ქართველი“ - ემზარ კვიციანი პარლამენტს ახალი ცნების შემოღებას სთავაზობს

13 სექტემბერი, 2017 15:53

„ეთნიკური ქართველი – პირი, რომელიც ატარებს ქართულ გვარს და თავს მიიჩნევს ქართველად“ - ამ ჩანაწერის ასახვას მოითხოვს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი. 

კანონპროექტის ინიციატორია ემზარ კვიციანი, ხოლო ავტორი ზვიად ტომარაძე. ტომარაძე „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ს“ დირექტორია. პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. 

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების მიზანია უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადის 10-წლიანი ვადით შეცვლა.

ასევე - ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს მიიჩნევენ ქართველებად, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება.

კანონპროექტის მიზნად კი ავტორები, საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას ასახელებენ. 

„გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. სიტუაციის გამოსასწორებლად, შობადობის გაზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია იმ მრავალი ჩვენი თანამემამულის სამშობლოსთან დაკავშირება და მათი დაბრუნება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს როგორც კაცობრიობის ერთ–ერთ ნაწილს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები უმცირესობად არ ვიქცეთ. ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ სამშობლო დატოვა. მათმა უმრავლესობამ სხვა ქვეყნების მოქალაქეობა მიიღეს. გარდა ამისა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე. მათი სამშობლოში დაბრუნება, დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. 

ფოტო: ტაბულა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ნოემბერი
24 ნოემბერი

პრეზიდენტი: საჭიროა უშიშროების საბჭო და ...

„შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში ...
24 ნოემბერი
24 ნოემბერი

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს პატიმრ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამ ...
24 ნოემბერი
24 ნოემბერი

მეტროსადგურ „დიდუბეში“ დაშავებული მოქალა ...

მეტროსადგურ „დიდუბეში“ მოქალაქე დაშავდა. როგორც „ლიბერალს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუ ...
^