Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე: არა მხოლოდ მხარს დავუჭერ, არამედ მზად ვარ ვიყო თანაავტორი

13 სექტემბერი, 2017 17:00

„არა მხოლოდ მხარს დავუჭერ ჯანდაცვის კომიტეტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, არამედ მზად ვარ, ვიყო თანაავტორი აღნიშნული კანონპროექტის. ასევე [ვაპირებ] ძალიან აქტიურად განათლების და მეცნიერების კომიტეტი ჩაერთოს ამ განხილვის პროცესში", - აცხადებს  პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯამში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ მომზადებულ ვიდეომასალში.

მისი თქმით, როგორც მარიხუანის, ასევე ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა შემთხვევაში მხოლოდ მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს. ჯაშის თქმით, საქართველოს არსებული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტი დაბალანსება სჭირდება იმისთვის, რომ პრევენციასა და რეაბილიტაციაზე მაქსიმალური აქცენტი გაკეთდეს.

„არა მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, არამედ მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკით, გამოცდილებითა და მტკიცებულებით უპირატესი ალტერნატივა ბუნებრივია, არის სახელმწიფოს მხრიდან  რეაბილიტაციის პროგრამებსა და არარეპრესიულ პოლიტიკაზე უფრო მეტი ინვესტიციის დაბანდება“, - აღნიშნავს ჯაში.

პარლამენტში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ავტორობით მომზადებული ნარკოპოლიტიკის ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია. 

„კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტის მიხედვით, იმიჯნება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმავე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი. ამ უკანასკნელი ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრ სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე. თავის მხრივ, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, კომერციული მიზნის გარეშე, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე შემთხვევები, როდესაც აშკარაა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. დაიხვეწა ნარკოტიკული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნები და მათი თანმდევი შედეგები, ხოლო ზოგიერთი მუხლი გაერთიანდა (მაგ. საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების შემოტანა გაერთიანდა სსკ-ის 260-ე მუხლთან და ამ ქმედებაზეც ზოგადი წესით განისაზღვრა სანქციები)“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^