Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადაცემა „პრაიმშოუს“ წინააღმდეგ ქარტიამ განცხადება მიიღო

13 სექტემბერი, 2017 18:36

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მოქალაქე დათო აბზიანიძის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“  გადაცემა „პრაიმშოუს“ ჟურნალისტების წინააღმდეგ.

სადავო მასალა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2017 წლის 6 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში ვიდეოჩანაწერი მისი მონაწილეობით ისე გაუშვეს, რომ მისგან ნებართვა არ აუღიათ. ასევე, აბზიანიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის ჟურნალისტებმა მას არ მისცეს საშუალება, პასუხი გაეცა იმ ნეგატიური შეფასებებისთვის, რაც გადაცემაში მისი მისამართით ისმოდა.

აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეოთხე (ინფრომაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^