Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა

13 სექტემბერი, 2017 22:13

კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. 

„ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე... ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში. კალათბურთი იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი. დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც წლებია, თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის... მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!“, - ამბობს სანიკიძე. 

 სანაკრებო კარიერა დაასრულა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ. მან ამის შესახებ გულშემატკივრებს რამდენიმე კვირის წინ აცნობა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^