Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნულ გალერეაში სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენა იგეგმება

15 სექტემბერი, 2017 13:46

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დ.შევარნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დაგეგმილია ქ. ტურინის საბაუდას გალერეაში დაცული მსოფლიო შედევრის, სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენა.

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი ღვალაძის წერილის მიხედვით, ეროვნული მუზეუმი გამოფენის ორგანიზებისთვის გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას მოითხოვს. წერილში აღნიშნულია, რომ გამოფენის ორგანიზება 75 000 ევრო დაჯდება და ის ასოციაცია „მეტამორფოზამ" უნდა განახორციელოს.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნულ გალერეაში გამოფენა 2017 წლის 3 ოქტომბერს უნდა გაიხსნას და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, რაც იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ივან სკალფაროტოს თბილისში ვიზიტს ემთხვევა. 

გამოფენა საქართველოში იტალიის საელჩოს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^