Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის N3 ციხის დირექტორი სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო

19 სექტემბერი, 2017 16:13

14 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, რომელსაც 800-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის. ამის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატმა დღეს გაავრცელა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2017 წლის 29 მაისს, ომბუდსმენის წერილი გაეგზავნა პენიტენციური დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მსჯავრდებულ მ.შ.-ის განცხადებაში მითითებული საკითხის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით

„მსჯავრდებული  მიუთითებდა, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უარის გასაჩივრების მიზნით 2017 წლის 23 იანვარს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივარი ჩაბარდა N3 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული საჩივარი არ მიუღია“, - აცხადებს ომბუდსმენის აპარატი

საკითხის შესწავლის მიზნით #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს  ეთხოვა, სახალხო დამცველის აპარატისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, ჩაბარდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ მ.შ.-ის 2017 წლის 23 იანვრის საჩივარი. ასევე, დადებითი/უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეთხოვათ, განემარტათ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი.

„პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 8 ივნისის წერილის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს პასუხად ეცნობა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ნასამართლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და სახალხო დამცველის აპარატს ამ ინფორმაციის გასაცემად ეთხოვა მსჯავრდებულის თანხმობის წარდგენა #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისათვის.“, - აცხადებს ომბუდსმენი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დადგენილების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება ნასამართლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებული იყო, სახალხო დამცველის აპარატისათვის მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია, ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად." ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^