Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირი: „ბათუმში, „მეტრო სითის" მიერ გათავისუფლებული მუშების საკითხზე მსჯელობენ"

20 სექტემბერი, 2017 12:51

ბათუმში, „მეტრო სითის" ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება 200-ზე მეტი მუშის საკითხზე, რომლებიც, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, გაათავისუფლეს. ადგილზე არიან პროფკავშირის წარმომადგენლები და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის" წევრები.

რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ეს  უსაფრთხოების პირობების არარსებობის გამო მოხდა. 

ადგილზე დასაქმებულმა სხვა თანამშრომლებმა, გარდაცვლილთა ოჯახის თხოვნით და კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმებით, რამდენიმე სამუშაო დღე მეგობრების გლოვაში გაატარეს და სამსახურში არ გამოცხადდნენ. კომპანიის წარმომადგენლებთან სიტყვიერი შეთანხმებით, მათ ეს დღეებიც კი აუნაზღაურდებოდათ და შესაბამისად, უფლება მიეცათ დასაქმებულებს მოქცეულიყვნენ მიცვალებულთა ოჯახის თხოვნის შესაბამისად.

პროფკავშირის ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ, დასაქმებულებმა ჩვეულებრივ გააგრძელეს მუშაობა, დღეს კი აღმოაჩინეს, რომ მათთვის სამსახურში შესასვლელი კარი დაკეტილი იყო. როგორც მათ კომპანიის წარმომადგენლება განუცხადეს, ისინი დათხოვნილი არიან სამსახურიდან. 

„ამ ფაქტის მოჰყვა, საპროტესტო აქცია სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნით, რომ დასაქმებულები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. აღნიშნულის შემდეგ, კომპანიამ გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სამსახურიდან არავინ გათავისუფლებულა და რომ დროებითაა შეჩერებული მუშაობა.
თუ ეს ასეა, მაშინ დასაქმებულების მოთხოვნაა, აუნაზღაურდეთ მათ გაცდენილი დღეები, ვინაიდან, სამუშაოები შეჩერდა მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამავდროულად, მიეცეთ მათ გარანტია, რომ აუცილებლად დაუბრუნდებიან ისინი სამუშაოს", - წერია პროფესიული კავშირების განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^