Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარი რისკფაქტორები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში

20 სექტემბერი, 2017 17:19

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმისთვის“, ავტორი: მაია ქვარცხავა

 დედამიწაზე ნაადრევი სიკვდილიანობის წამყვან მიზეზებად, ე. წ. „მკვლელებად”, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანგარიშისმიხედვით, ისევ რჩება:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ქრონიკული რესპირატორული დაავადებები
  • კიბო
  • დიაბეტი

მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის 15 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც ყოველწლიურად 30-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებში აღირიცხება. ამ მიმართულებით სახელმწიფოთა მთავრობების მიერ მიღწეული პროგრესი საკმაოდ ლიმიტირებულია, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ნაადრევი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის წამყვან რისკ-ფაქტორებად ორგანიზაციამ დაასახელა:

  • თამბაქო
  • არაჯანსაღი კვება
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
  • ალკოჰოლის მავნე სახით გამოყენება

ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების, თუ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნული ცენტრების მიერ წამყვანი რისკ-ფაქტორების მართვაში მიღწეული წარმატება “არათანაბარი და არასაკმარისია” - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ანგარიშში, რომელშიც მთლიანად არაგადამდებ დაავადებებს ეძღვნება, მათი უკეთ კონტროლის და პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობებს მეტი მუშაობისკენ მოუწოდა.

როგორ აფასებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მიმართულებით საქართველოში შექმნილ ვითარებას:

  • მოსახლეობა - 3 952 000
  • არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 93%
  • არაგადამდები დაავადებებით ნაადრევად დაღუპულთა საშუალო წლიური რაოდენობა 46 000

ანგარიში 18 სექტემბერს გამოქვეყნდა. მისი სახელწოდებაა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდები დაავადებების პროგრესის მონიტორი 2017”. სპეციალისტები მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თითოეულ ქვეყანას რამდენიმე მიმართულებით კონკრეტულ რჩევებს სთავაზობენ. საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მე-80 გვერდზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^