Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფეხბურთის ფედერაცია საქველმოქმედო მატჩს პარტნიორებისა და სპონსორების მხარდაჭერით გამართავს

20 სექტემბერი, 2017 19:01

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქველმოქმედო მატჩს პარტნიორებისა და სპონსორების მხარდაჭერით გამართავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ საქველმოქმედო მატჩისთვის თანხას ფედერაცია არ გამოყოფს. 

„აგვისტოში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველო-ირლანდიის მატჩიდან შემოსული თანხა სრულად გადარიცხულიყო ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში და მაშინვე  დავიწყეთ ზრუნვა და იდეაც დაგვებადა, რომ საქველმოქმედო მატჩი გაგვემართა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ პერიოდში დავიწყეთ კომუნიკაცია პარტნიორებთან, სპონსორებთან და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ გვეყოლებოდა პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც შევძლებდით ამ მატჩის ორგანიზებას,  მივიღეთ გადაწყვეტილება თამაშის ორგანიზების შესახებ“, - თქვა დავით მუჯირმა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით,  ღონისძიების პარტნიორები არიან  VTB  ბანკი და Ice Group, ხოლო სპონსორები - კომპანია „ევექსი“, კომპანია m2 და  „თეგეტა მოტორსი“. 

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ აქვთ შეფასებული და შეფასებული, რა თანხა შეიძლება შემოვიდეს მატჩიდან, მუჯირი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე რთულია ამის თქმა. 

„საქართველო-ირლანდიის მატჩიდან 100 000 ლარზე მეტი უკვე შემოვიდა, რაც გადაირიცხება ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში. ამას დაემატება 29-ში დაგეგმილი მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა.  ამ ეტაპზე გამიჭირდება შემოსავლის დასახელება. მოვუწოდებ მოსახლეობას, მოვიდნენ მატჩზე“, - უთხრა „ლიბერალს“ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა. 

მუჯირის თქმით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელიც საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს, ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზების პროცესში არ ყოფილა ჩართული. 

„კახი კალაძე ჩემთვის და ქართული ფეხბურთისთვის, პირველ რიგში, არ არის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი. დღემდე ის არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. მაშინ, როცა ვიწვევთ მსოფლიო ვარსკვლავებს, ვიწვევთ ქართველ ვარსკვლავებსაც. ლოგიკურია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კახა კალაძესაც მოიწვევდა. მიხარია, რომ მას კიდევ ერთხელ იხილავს ქართველი მაყურებელი. ორგანიზების პროცესში ის არ იყო ჩართული.  მატჩს ორგანიზებას უწევს ფედერაცია და პარტნიორები“, - თქვა მუჯირმა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში ჩამოვლენ და საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც 29 სექტემბერს თბილისში ითამაშებენ არიან: კარლეს პუიოლი, რივალდო, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, დიდა,  სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^