Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმის ორ სკვერში ადგილობრივებმა შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონი აიღეს

21 სექტემბერი, 2017 15:22

ბათუმში, ქალაქის ორ სკვერში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონი თვითნებურად აიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომებისგან თავი შეიკავონ. 

მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეკლა ჩიჩუას თქმით, ქალაქის ორ მისამართზე ადგილობრივებმა მერიაში უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ატრაქციონი მათი შვილებისთვის საფრთხის შემცველია. 

„რამდენიმე მშობელმა დარეკა და გვითხრა, რომ ამ ატრაქციონებზე მათი შვილები ზიანდებიან. მივიჩნევთ, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. ამ ატრაქციონებს სპეციალური ნიშნები აქვს და ჩანს, რომ ის შშმ ბავშვებისთვისაა გამოყოფილი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი დამოკიდებულებისგან".

პრესსამსახურის თქმით, ბათუმის მერია განაგრძობს სკვერების ადაპტირებას. 6 მისამართზე უკვე დაგეგმილია ატრაქციონების დადგმა. რაც შეეხება მოსახლეობის მიერ აღებულ ატრაქციონებს, თეკლა ჩიჩუას ინფორმაციით, მერია მათ უახლოეს დღეებში აღადგენს. 

„სამწუხაროდ, მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები.

მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება,“ - წერია ბათუმის მერიის განცხადებაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^