Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით მოქალაქის თვითნებურად დაკავების უფლებას ასაჩივრებს

22 სექტემბერი, 2017 14:33

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. 

173-ე მუხლით სამართალდარღვევად მიიჩნევა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

საიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სწორედ ამ საფუძვლით აკავებენ.  

„ამ მუხლის საფუძველზე, სასამართლო მოქალაქის მიერ პოლიციელის მოქმედების საპასუხოდ განხორციელებულ ქმედებას სამართალდარღვევად აფასებს ისე,  რომ არ ამოწმებს თავად პოლიციელის მოქმედების კანონიერებას, რომელიც წინ უსწრებდა მოქალაქის ქმედებას ან, თუ ამოწმებს, შემოწმება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ასეთ დროს სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, აქვს თუ არა პოლიციას, ზოგადად, კონკრეტული ქმედების განხორციელების უფლება და არ მსჯელობს, რამდენად სწორად გამოიყენა პოლიციამ კანონით მინიჭებული უფლება კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში არ წერია ის, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო არ უნდა შევიდეს კონკრეტულ ვითარებაში პოლიციის მოთხოვნის წარდგენის კანონიერების შემოწმებაში, სასამართლოები ნორმის განმარტებას სწორედ ამგვარად ახდენენ.

ნორმის ამგვარი განმარტება სახიფათოა და პოლიციელთა თვითნებური ქმედებების წახალისებას უწყობს ხელს. როდესაც პოლიციელი დარწმუნებულია, რომ  მისი მოთხოვნის კანონიერებას სასამართლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში არ შეამოწმებს, ეს მას აძლევს შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ დააკავოს პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით.

საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის იმგვარი განმარტება, როგორც ეს სასამართლო პრაქტიკით ხდება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე და მის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

საია ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად დაიწყოს ადმინისტრაციცულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რათა კანონმდებლობის ეს ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციცასთან, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს საია სამოქალაქო აქტივისტების, ნატა ფერაძისა და კონსტანტინე გურულის სახელით მიმართავს.

ფოტო: DF WATCH

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^