Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ლანჩავა: ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლების შტოებთან უნდა თანამშრომლობდეს

25 სექტემბერი, 2017 17:23

რამდენიმე თვეში ადვოკატთა კორპუსი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. იმის გამო, რომ მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი უკვე ორი ვადით იკავებდა ამ თანამდებობას, ამჟამად არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ორგანიზაციამ „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ (GLIP)  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ადვოკატი დავით ლანჩავა წარადგინა.

„ლიბერალი“ ლანჩავას დაუკავშირდა და მისი მომავალი 4 წლის გეგმებით დაინტერესდა. თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მისთვის პირველი გამოწვევაა კანონის ჩარჩოებში მსოფმხედველობის სწორად ჩამოყალიბება, თუ რა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი თქმით, სსიპ-ს სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა ჰქონდეს. რაც პირველ რიგში, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში, სასამართლოსთან კოორდინაციაში, ერთობლივი იურიდიული სტანდარტების შემუშავებასა და რეაგირების საერთო მექანიზმის შექმნაში გამოიხატება. 

დავით ლანჩავა ამბობს, რომ ადვოკატთა ასოციაცია ყველასთვისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტად გამჭვირვალე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ის მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად ყველა ადვოკატი უნდა იყოს ჩართული კონფერენციებში, სემინარებში, მივლინებებში.

„და არა მხოლოდ ვიწრო ჯგუფები, რომელიც შენთან დაახლოებულია და მხოლოდ იმიტომ გყავს რომ მომავალში მხარი დაგიჭიროს. 4500 კაცს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა და ეს მხოლოდ 200-300 კაცზე არ უნდა დავიდეს. ადვოკატთა ასოციაციის თითოეულმა წევრმა უნდა იგრძნოს, რომ ასოციაცია მასზე ზრუნავს და მასთან კოორდინაციაშია. ესაა ყველაზე დიდ გამოწვევა. მე ვფიქრობ, რომ თუკი ნება იქნება, ამის საშუალება არსებობს“.

დავით ლანჩავა განმარტავს, რომ ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მის ხელმძღვანელს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული აქვს. ამიტომ თავმჯდომარე იმაზე არ უნდა საუბრობდეს, რა მომეწონება და რა არა. მისი ინტერესი მხოლოდ ადვოკატების ინტერესებით უნდა იყოს შემოსაზღვრული. ლანჩავა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება თავმჯდომარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. ასოციაცია ორიენტირებული უნდა იყოს პროფესიონალურ კადრებზე და მათი ინტერესების დაცვაზე.

„ჩვენ საკითხის წამოწევასა და შესწავლაზე ვიზრუნებთ. ამაზე სპეციალური რეაგირების მექანიზმი გვექნება. მაგრამ მხოლოდ ადვოკატის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ყველაფერზე ვერ მოვახდენთ  რეაგირებას, ჩვენი მისია ეგ არ არის. მე არ ვხედავ, რომ ჩვენ უფლებადამცველი ორგანიზაცია ვართ, ჩვენ არასამთავრობო არ ვართ“.

რაც შეეხება ადვოკატებზე ძალადობას, ლანჩავა ამ საკითხის მოგვარების სხვანაირ გზებს ხედავს.  მისი თქმით, რამდენიმე ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით გაირკვა, რომ რეალურად არაფერი მომხდარა. მაგრამ ძალადობის ერთეული შემთხვევებიც კი უნდა გამოირიცხოს. ამისთვის ადვოკატი რეაგირების ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომელიც კოორდინირებულად იმუშავებს იმ ორგანოებთან, ვისი უშუალო კომპეტენციაც არის გამოძიება. ლანჩავა ამბობს, რომ მათი პრობლემა აქამდე ეს იყო, რომ პროცესებში ჩართულები არ იყვნენ და ზაზა ხატიაშვილს თავად უწევდა რაღაცებზე რეაგირება. ამასთან, მისი მოსაზრებით, კოორდინირებული მუშაობა კიდევ იმიტომაა აუცილებელი, რომ ადვოკატთა ასოციაციამ მართლმსაჯულების სისტების განვითარებაში უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს.

დავით ლანჩავას  თავისი შანსის შეფასება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ მისი კონკურენტი არის ზაზა ხატიაშვილი და მისი გუნდი. მისივე შეფასებით, დავით ასათიანის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში არაფერი შეიცვლება.

„ძალიან კარგი ადამიანია ასათიანი, მაგრამ როგორც აქამდე იმართებოდა ასოციაცია, ისე იქნება ამის მერეც და რეალურად არაფერი შეიცვლება. ეს კი მიუღებელია. ასოციაციას ახალი სისხლი, ახალი ხედვა  სჭირდება. მე შანსებს წინასწარ არასოდეს ვაფასებ. ძალიან დიდი პროცესია, სადაც 4500 კაცია ჩართული. ადვოკატებს გემოვნება და კვალიფიკაცია საკმაოდ მაღალი აქვთ და მათი გადასაწყვეტია. ჯერ კიდევ ბევრი კანდიდატი გამოჩნდება და ადრეა შანსებზე ლაპარაკი“.

დავით ლანჩავას ბიოგრაფია:
ის საადვოკატო საქმიანობას 1992 წლიდან ეწევა.
1992 წელს  წარჩინებით  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ამ პერიოდში მიენიჭა იუსტიციის უმცროსი მრჩევლის საკლასო ჩინი. სამინისტროს ეგიდით მონაწილეობდა სამთავრობო კომისიებსა და საერთაშორისო კონფერენციებში.
 2002–2003 წლებში ჩააბარა მოსამართლეობისა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.
 2008–2009 მონაწილეობდა ევროპის ადვოკატთა  ასოციაციის კომიტეტებსა და კონფერენციებში ისრაელში, კოპენჰაგენში, ბუქარესტსა და თბილისში. გავლილი აქვს ტრენინგები სასამართლო ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში, საგადასახადო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
2011 წელს ჩააბარა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო  გამოცდა. მონაწილეობდა გერმანია-საქართველოს ერთობლივ ტრენინგში იურიდიული პროფესიის განვითარების საკითხებსა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობაზე საქართველოში, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ტრენინგებში,  ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო დაცვის ღონისძიების სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში, საავტორო და სასაქონლო ნიშნების სამართალწარმოების და განხილვების შესახებ მოწყობილ სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში ქ. ბათუმში. გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოწყობილ სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში ქ. ბერლინი.
1992 წლიდან  ხელმძღვანელობს საადვოკატო ოფისს.
2005 წლიდან  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
2005–2009 წლებში საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2009–2013წლებში – არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის(GLIP)“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 
2013 წლის 21 დეკემბერს არჩეული იქნა    GLIP-ის  თავმჯდომარედ.
თავისუფლად საუბრობს რუსელ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩეულია 2013 წლის დეკემბერში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

NDI-მ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით,&n ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ...

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ჯოზეფ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პ ...

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავ ...
^