Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო►დღეიდან თბილისში ბოტიჩელის „ვენერას" და კარავაჯოს ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია

05 ოქტომბერი, 2017 12:43

თბილისში ბოტიჩელის „ვენერას" და კარავაჯოს რეპროდუქციების გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გახსნა. ნამუშევრების საქართველოში ჩამოტანა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული მხარის თანამშრომლობით მოხერხდა. გამოფენაზე წარმოდგენილია კარავაჯოს ნამუშევრების ციფრული რეტროსპექტივა და ბოტიჩელის ორიგინალი „ვენერა", რომელიც იტალიაში, საბაუდას გალერეაში იყო დაცული.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, გამოფენა პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. მისი ხარჯის დიდი ნაწილი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიღო, ქართულ მხარეს კი გამოფენის მოწყობა 75 000 ევრო დაუჯდა. „ეს გამოფენა არის უნიკალური საშუალება, როგორც ამ სფეროს სპეციალისტების, ისე სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის. ამასთან ერთად, იტალიის საელჩოს ჩართულობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენა მოვაწყოთ კიდევ თბილისში. მზად ვართ, როგორც პროფესიული ისე ინფრასტრუქტურული კუთხით, სრულფასოვნად ვუმასპინძლოთ ასეთ ღონისძიებებს." - თქვა მიხეილ გიორგაძემ.

თბილისი გამოფენას 29 ნოემბრამდე უმასპინძლებს. 5 ოქტომბრიდან მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ბილეთის ფასი 7 ლარი იქნება. სტუდენტებს გამოფენაზე შესვლა, ფასდაკლებით, 1 ლარად შეეძლებათ, პენსიონერებს 50 თეთრად, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებსა და დევნილებს კი უფასოდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^