Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლადო აფხაზავას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადაეცა

05 ოქტომბერი, 2017 20:16

ლადო აფხაზავას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადაეცა.

ჯილდოს გამარჯვებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა: მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიანი პროცესი 17 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ წარმართა. 

18 სექტემბერს, ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა,- ეკა წულუკიძე (სვანეთი), ნათია ფურცელაძე (თბილისი), ნინო აბულაძე (თბილისი), თეა ნონიკაშვილი (შიდა ქართლი), ვლადიმერ აფხაზავა (გურია).

 „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და პროფესიის პოპულარიზაციას.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 13 მაისს დაწესდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

მოსწავლე: ზეწოლა მოახდინეს ბავშვებზე, რი ...

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მხარდასაჭერად სკოლასთან აქციას მართავენ. მ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ცესკო ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუ ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

NGO-ები: ომბუდსმენის არჩევისას სამოქალაქ ...

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებულ განცხადებებს და მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს ...
^