„ბატონი კახი კალაძის ოფისი არის ბელინსკის ქუჩასთან. ის ჩვენ ვხედავთ, რომ თაღოვანი გასასვლელია. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, რომ პირველი სართულები აღიწეროს თბილისის და თაღოვანი ტროტუარები გაკეთდეს, რაც საშუალებას მოგვცემს გზების გაფართოების, იმიტომ, რომ პრობლემაა ფართო გზები“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა. ირმა ინაშვილმა „იმედის“ ეთერში დებატებისას განაცხადა. საცობების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თბილისში ჯერ კიდევ ის გზებია დარჩენილი, სადაც ადრე ურმით და ეტლით დადიოდნენ მე-19 საუკუნეში.
„ამიტომ თაღოვანი ტროტუარების ხარჯზე შევეცდებოდი გზების გაფართოებას. ამავდროულად ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ივლიდნენ მხოლოდ ერთ ზოლზე, ერთი ზოლი იქნებოდა განსაზღვრული მათთვის და კერძო ავტომობილებს არ ექნებოდათ იმ ზოლზე გადასვლის საშუალება. კიდევ სხვა გამოსავალიც არსებობს, პარკინგთან არის ეს კავშირში“, - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში შეკრებდა სპეციალისტებს, შექმნიდა გააზრებულ კონცეფციას მათთან ერთად და ასე მიუდგებოდა საცობების პრობლემის გადაწყვეტის საკითხს.
„მე რამდენიმე მარტივი გამოსავალი მაქვს, როგორ შეიძლება საცობების მოხსნა დღის წესრიგიდან, მაგრამ თავს არ ვდებ იმაზე, რომ მე ვარ ბუმბერაზი სპეციალისტი საცობების დარგში“, - აღნიშნა ინაშვილი.