Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაციენტის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ექიმს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11 ოქტომბერი, 2017 16:50

არასათანადო სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 2 წლის თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის უფლება.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 4 თებერვალს შპს „უნივერსალი ნოვა კლინიკაში“ პაციენტს ქ.კ.-ს ზოგადი ანასთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში მოთავსდა და ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ვ.ა.-ს დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. 19:00 საათზე ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ვ.ა.-ს მიერ, ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის ჩატარების მიზნით გადაწყდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის კათეტერის ჩადგმა, თუმცა მან კათეტერის ჩადგმა ვერ განახორციელა სწორად, რამაც ინტრაპლევრალური სისხლდენა გამოიწვია და განავითარდა პოლიორგანული უკმარისობა. 

ვ.ა. უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ქ.კ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდებოდა, რის გამოც პეციენტი ამ მდგომარეობაში, ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე 19:40 საათიდან 01:30 საათამდე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, პაციენტი 5 თებერვალს გადაყვანილ იქნა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიუხედავად გაწეული დროული და ადექვატური ღონისძიებებისა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ  მოხერხდა და ქ.კ. 6 თებერვალს 12:45 საათზე  გარდაიცვალა. 

2017 წლის 11 აგვისტოს  ვ.ა.-ს წარედგინა ბრალდება სისხლის  სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)  და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 7000 ლარის ოდენობით. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^