Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამა გიორგი მამალაძე: მთხოვდნენ, მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება

11 ოქტომბერი, 2017 23:25

მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება მქონდა წაყენებული, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძემ სასჯელაღსრულბის დაწესებულებიდან „ნანუკას შოუში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, დაკავების მომენტიდან, საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის დროსაც, სისტემატურად, ადვოკატების თანდასწრებით, სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც თითქოსდა მონაწილეობას იღებდა მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი იოსებ ოხანაშვილი.

მამალაძემ აღნიშნა, რომ მას ამ აღიარებას გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე და ის პროკურორები და გამომძიებლები სთხოვდნენ, რომლებიც მასთან შედიოდნენ.

„ჩემი ე.წ. ფარული ჩანაწერებით ცდილობდნენ ჩემს კომპრომიტირებას. მათ იფიქრეს, რომ მე შემაშინებდნენ, გამტეხდნენ. სურვილი ჰქონდათ, რომ ჩემი მეშვეობით სხვა ადამიანების - მეუფე დიმიტრის, იოსებ ოხანაშვილისა და სხვა ადამიანების ამ მოგინილ საქმეში თითქოსდა თანამონაწილეობა. რაც ვერ მიიღეს. ასე ვთქვათ, მათ შური იძიეს იმაზე, რომ რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ვერ მიაღწიეს ჩემი მეშვეობით და მე შემაწმინდეს ხელი“, - ამბობს გიორგი მამალაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^