Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მღვდელმთავრებს 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეების სრული აღწერილობის წარდგენა დაევალათ

12 ოქტომბერი, 2017 11:21

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში უნდა წარადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში ბოლო 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა.

გუშინ გამართულ სინოდის სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის 40-წლიანი ისტორიის აღწერის აუცილებლობის შესახებ, რაც შემდგომში წიგნად  გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც აღწერენ ეპარქიების ცხოვრებას განვლილ პერიოდში.

„…იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა, რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში; ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო;  მიუხედავად ამისა, ბევრი რამ გაკეთდა...", - აღნიშნა სინოდის სხდომაზე ილია II-მ.

როგორც სხდომის ოქმშია აღნიშნული, ამის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა  საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დანიელს.

„მიტროპოლიტმა დანიელმა მოკლედ მიმოიხილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის 40 წლიანი მმართველობის პერიოდი; მან აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვლილ პერიოდში გადაიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით. ხაზი გაესვა სამღვდელოების გამრავლებას, ეპარქიების გამრავლებას და შესაბამისად მღვდელმთავართა რაოდენობის ზრდას სინოდის შემადგენლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას. ისაუბრა იმის შესახებ ასევე, რომ ეკლესიას მოწყვეტილი საზოგადოება დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს,  ხოლო თვით ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.  მიუხედავად სხვადასხვა წინააღმდეგობებისა, ეკლესია  დღესაც ამ გზას ადგას. ასევე გაიხსენა ეკლესიის როლი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე; ყურადღება გაამახვილა  მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების  უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ისაუბრა საპატრიარქოს საფარველქვეშ საგანმანათლებლო-სოციალური დაწესებულებების გამრავლების,  სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმების შესახებ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ცხოვრებაში.

… დაბოლოს, მეუფე დანიელმა დასძინა: –  ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან მოითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას;  სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება“, - ნათქვმია სხდომის ოქმში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^