Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერი ქალი სასამართლოს გენდერის სამართლებრივი აღიარების მოთხოვნით მიმართავს

12 ოქტომბერი, 2017 14:20

დღეს ტრანსგენდერი ქალი პირველი ინსტანციის სასამართლოს პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს. საქმეზე ტრანსგენდერი ქალის წარმომადგენელი, იურისტი ნინო ბოლქვაძე მუშაობს. როგორც მან „ლიბერალს" განუცხადა, სარჩელი ეყრდნობა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. საკონსტიტუციო სასამართლომ კი ეს მუხლი ასე განმარტა: „საკუთარი ნების, გადაწყვეტილების, არჩევანის შესაბამისად განვითარების შესაძლებლობა. ამასთან, განვითარებას ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, შინაარსით და მიმართულებით. ამ სფეროს ამომწურავი განმარტება შეუძლებელია. ის მოიცავს ადამიანის თავისუფლებას სხვადასხვა სფეროში. საკუთარი სქესისა და სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრას, სქესის შეცვლის უფლების ჩათვლით.“

ამ სარჩელამდე, სასამართლოს საქართველოში ორმა ტრანსგენდერმა ადამიანმა მიმართა. აქედან ერთი საქმე უკვე ევროპულ სასამართლოშია. ტრანსგენდერი მამაკაცის სარჩელი პასპორტში სქესის შეცვლაზე საქართველოს სასამართლოს არც ერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. მეორე საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს. დღემდე განხილულ საქმეებზე სასამართლომ კანონი შემდეგნაირად განმარტა: „სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (ამ შემთხვევაში პირადობის მოწმობა), ცვლილების შეტანის საფუძვლები განსაზღვრულია სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით. ცვლილებების შეტანის საფუძველია სქესის შეცვლა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი თანამედროვე სამედიცინო მიღწევების გათვალისწინებით ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, შეიცვალოს თავისი ბიოლოგიური სქესის თაობაზე არსებული ჩანაწერი. იმ პირობით, რომ ეს ცვლილება ზუსტ შესაბამისობაში იქნება პირის შეცვლილ ბიოლოგიურ სქესთან“, - ეს განმარტება კი, ნინო ბოლქვაძის თქმით, აბსურდულია, რადგან ისეთი ოპერაციის გაკეთება, რომლითაც სქესი ბიოლოგიურად სრულყოფილად შეიცვლება, შეუძლებელია.

არადა, 2017 წლის 6 აპრილს გამოვიდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სქესის შეცვლის საქმეზე. ერთ-ერთ მოსარჩელეს, იმ დავაში, ჰქონდა ფსიქიატრის დასკვნა, რომ ტრანსგენდერია, თუმცა არ ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია. სასამართლომ მიიჩნია, წარმოდგენილი დოკუმენტი საკმარისი იყო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის და მოსარჩელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა. სააპელაციო ინსტანციამ კი ამ გადაწყვეტილების გაცნობის შესახებ განაცხადა, რომ განიხილავს სტრასბურგის სასამართლოს მიღებულ სტანდარტს და გადაწყვეტილებას გამოიტანს 17 ოქტომბერს.

ტრანსგენდერი ადამიანები, საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის იბრძვიან.
ერთ-ერთი დაბრკოლების სახით, მათ ხვდებათ მოთხოვნა, რომ დოკუმენტში სქესის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ ტრანსგენდერი ადამიანები გაიკეთებენ ოპერაციას, რომლითაც „ზუსტ შესაბამისობაში იქნებიან შეცვლილ ბიოლოგიურ სქესთან“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^