Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაკავებულებთან ურთიერთობის პრობლემა არასდროს შექმნიათ

12 ოქტომბერი, 2017 20:34

შსს-მ სახალხო დამცველის განცხადება, რომ უწყებამ მისი წარმომადგენლების მუშაობა შეაფერხა, სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად შეაფასა. სამინისტროს განცხადებით, დაკავებული პირების ნახვის საშუალება ომბუდსმენის წარმომადგენლებს ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მიეცათ, პირველივე ფიზიკური შესაძლებლობის შექმნისთანავე. „ამდენად, გაკვირვებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო.“ - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, სახალხო დამცველმა ბოლო დროს მიზანმიმართული კამპანია დაიწყო სამინისტროს დისკრედიტაციისთვის. ამის გამო, ომბუდსმენი აბსურდულ ბრალდებებს უყენებს უწყებას და ამით თვითდისკრედიტაციასაც ახდენს. „როდესაც სახალხო დამცველი პოლიციას ადანაშაულებს სისასტიკესა და ძალის გადამეტებაში, მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მონათხრობის საფუძველზე, მით უფრო, იმ დროს, როცა აღნიშნული პირი მისი მეუღლის ნათესავი და მის ოჯახთან დაახლოებულია, იყენებს სახალხო დამცველის მანდატს ყაჩაღობაში ბრალდებული ნათესავის გასამართლებლად, ვფიქრობთ, დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.“ - წერს სამინისტრო.

შსს-ს განცხადებით, სახალხო დამცველს ბრალდებული პირებისგან განსხვავებით, პოლიციელთა უფლებები არასდროს დაუცავს. მაშინ როცა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნებისმიერ გადაცდენაზე რეაგირებს. შსს ომბუდსმენს მოუწოდებს, იყოს კრიტიკული დამკვირვებელი, მაგრამ თავი აარიდოს დაუსაბუთებელ ბრალდებებს და კონსტრუქციულად ითანამშრომლოს სამინისტროსთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^