Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის შემდეგ UNESCO-ს ისრაელიც ტოვებს

13 ოქტომბერი, 2017 11:03

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეითანიაჰუმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აშშ-ის პარალელურად UNESCO ისრაელმაც დატოვოს. „მამაცური და მორალური“ უწოდა მან შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა იუნესკო ანტიებრაული გადაწყვეტილებების გამო. აშშ-ს UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრობა 2018 წლის ბოლოს შეუჩერდება, ორგანიზაციაში ამერიკულ წარმომადგენლობას ახალი სადამკვირვებლო მისია ჩაანაცვლებს.

UNESCO-ში საბიუჯეტო კონტრიბუცია აშშ-მა, ჯერ კიდევ, 2011 წელს შეწყვიტა. მაშინ ორგანიზაციაში პალესტინა სრულუფლებიან წევრად მიიღეს. ისრაელის მხარდაჭერასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკის ზედმეტად დიდ წილზე გაეროს ბიუჯეტის შევსებაში. აქამდე, აშშ საერთაშორისო ორგანიზაციის რეგულარული ბიუჯეტის 22%-ს, ხოლო გაეროს მშვიდობის მისიების 28%-ს ავსებდა.

UNESCO-ის ხელმღვანელის, ირინა ბოკოვას თქმით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება „გაერთიანებული ერების ოჯახისა“ და მისი მრავალფეროვნებისთვის დიდი დანაკარგია.

ფოტო: AFP

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^