Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა დოლიძე: მოტივირებული შენიშვნებით გთავაზობთ გამოსავალს, რომ გადავარჩინოთ ეს დოკუმენტი

13 ოქტომბერი, 2017 12:13

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

„დღევანდელი დღე უპრეცედენტო და ისტორიული შემთხვევაა, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის დოკუმენტი. შეიძლება ითქვას, ამ მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი - ერთი არის „ქართული ოცნება“, რომლის მიერ ინიცირებული, საერთაშორისო ვალდებულებად აღებული საკითხი არის ის ხუთი საკითხი, რომელიც გამოყენებულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში; მეორეა ჩვენი ოპოზიციურ პარტიათა სპექტრი, რომელიც მრავალსაათიანი შეხვედრების, დებატის, მუშაობის, ხანდახან ცხარე კამათის შედეგად შეთანხმდა, იმისათვის, რომ წინამდებარე დოკუმენტს შესძინონ თანახმობის დოკუმენტის ელფერი და გადაარჩინონ ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსი, შეუერთდნენ კონსენსუსის დოკუმენტს და თქვენს წინაშე წარმოადგინონ მოტივირებული შენიშვნები. დღევანდელი შემთხვევა უპრეცედენტოა, ვინაიდან ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს გამოსავალს ამ სიტუაციიდან:

„მოტივირებული შენიშვნებით დღეს გთავაზობთ, გამოიყენოთ შესაძლებლობა, გთავაზობთ გამოსავალს, რომ გადავარჩინოთ ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს წინაშეა, გადავარჩინოთ იმ ჩრდილისგან, რომელიც მას ადგას, იმიტომ, რომ მას ჰყავს ერთადერთი ავტორი, ერთადერთი მხარდამჭერი, ეს არის მმართველი პარტია. რაც უნდა კარგი იყოს ეს პარტია, არც ერთი ქვეყნის გამოცდილება, მათ შორის ჩვენი, არ გვეუბნება, რომ ეს მოიტანს კარგ შედეგს. ყველა შემთხვევაში ეს არის არასახარბიელო ვითარება, საიდან გამოსვლის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^