Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟვანია: მალდინისა და შევჩენკოს განცხადებებში წინასაარჩევნო წესების დარღვევას ვერ ვხედავ

13 ოქტომბერი, 2017 12:22

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ ის ვერ ხედავს წინასაარჩევნო წესების დარღვევას საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის შემდეგ ანდრეი შევჩენკოსა და პაოლო მალდინის განცხადებებში.

როგორც მან განაცხადა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან აგიტაცია მაშინ აღინიშნება, როდესაც თვითონ ღონისძიებაა წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნებისთვის ორგანიზებული.

„ამასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვმართა. ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ორგანიზებული ღონისძიება. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან აგიტაცია ხდება მაშინ, როდესაც თვითონ ღონისძიებაა წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნებისთვის ორგანიზებული. ჩვენ ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი. მე პირადად ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის კონკრეტული აზრის გამოხატვაში კამპანიის წესების დარღვევას ვერ ვხედავ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირად არ შემდგარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი”,-  განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობით კალაძე კანონს დაარღვევდა. ორგანიზაციამ ამის შესახებ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და უწყებათშორის კომისიას მიმართა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^