Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ნაბიჯით იარ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის” - სეირნობის აქცია ლისის ტბაზე

14 ოქტომბერი, 2017 11:12

დღეს ლისის თბაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის  მსოფლიო  დღესთან დაკავშირებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდაჭერის აქცია -“ნაბიჯით იარ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის” გაიმართება. 

ღონისძიება დილის 12:30 საათზე დაიწყება და შუადღის 3 საათამდე გაგრძელდება. აქტივისტები და ორგანიზატორები მედიისათვის განცხადებებს  14:00  საათზე გააკეთებენ.

ღონისძიების ფარგლებში ლისის ტბაზე სასეირნო წრე მოეწყობა, სადაც   წრეზე განლაგებულ ‘სადგურებზე’ მონაწილეები ცოცხალ გამოცდილებას მიიღებენ და გააზიარებენ. სადგურებზე კამპანიის მონაწილეებს ტაიჩის, ციგუნის, სხვადასხვა იოგას, და დეტოქს ვეგანური კვების ინსტრუქტორები დახვდებათ. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებებში (ძერწვა, ხატვა), იმღერონ ორფის ხელოვნების ინსტრუქტორების დახმარებით და მოუსმინონ ბავშვთა პარაორკესტრს.

რატომ ფსიქიკური ჯანმრთელობა?

საქართველოში ყოველ მეოთხე ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს;

მაღალია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა;

დაბალია ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებსა და ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა;

მწირია ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ფინანსური და ადამიანური რესურსი;

გავრცელებულია სერვისების დაფინანსების არამართებული მოდელები;

არასაკმარისია უფლებათადაცვითი სერვისები;

მატულობს სუიციდის რიცხვი;

მატულობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ავადმოხმარება;

არ არსებობს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სრული მონაცემები და კვლევები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^