Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში Björk ორ სოლო კონცერტს გამართავს

14 ოქტომბერი, 2017 23:53

როგორც sou festival საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერს, თბილისში ბიორკის ორი სოლო კონცერტი ჩატარდება

„საღამო მშვიდობისა, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SOU ფესტივალის 2017 წლის პროგრამა გრძელდება. ROOMS HOTELS და ფესტივალი სიამაყით წარმოგიდგენთ ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის ორ სოლო-კონცერტს თბილისში. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

• თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე. 
ფასი: 50 ლარიდან - 570 ლარამდე

• თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი 3 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, ოპერის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე. 
ფასი: 80 ლარიდან -750 ლარამდე.“, - წერს ფესტივალი sou 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^