Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილის სპიკერი: გავრცელებულ კადრებს სპეცსამსახურების სუნი ასდის

16 ოქტომბერი, 2017 19:30

„ექსკლუზიურ კადრებს“, რომელსაც სპეცსამსახურების სუნი ასდის, მხოლოდ პროვოკაციად ვაფასებთ" - ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა ლაშა მესხმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ელისაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრის ამსახველ კადრებს ეხმაურება.

„დასამალი ჩვენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არაფერი გვაქვს - თუმცა დღეს საგანგებოდ გავრცელებულ „ექსკლუზიურ კადრებს“ , რომელსაც სპეცსამსახურების სუნი ასდის, მხოლოდ პროვოკაციად ვაფასებთ. საგულისხმოა ის ფაქტი, თუ როგორ აღმოჩნდა სათვალთვალოკამერიანი პიროვნება ე.წ. მაყალთან? ისევ გვისმენენ?“ - წერია ლაშა მესხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალეკო ელისაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრის ფარული კამერით გადაღებული ვიდეო დღეს სააგენტო „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა. გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს შეხვედრის შინაარსი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^