Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართულმა ოცნებამ“ 11 640 441, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ 931 083 ლარის შეწირულობა მიიღო

18 ოქტომბერი, 2017 11:22

1  ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს. 

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 11,640,441 ლარი მიიღო. 

„ევროპულმა საქართველომ“ - 931,083 ლარი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149 ლარი

პატრიოტთა ალიანსი - 63,142 ლარი

ახალი საქართველო - 35,100 ლარი

ალექსანდრე ელისაშვილი - 31,431 ლარი

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, არჩევნების პერიოდში სამსახურმა 4 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა პოლიტიკური გაერთიანებების წინააღმდეგ, ხოლო 61 ოქმი დამოუკიდებელი კანდიდატების წინააღმდეგ, რომლებიც პერიოდულად იგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

აღნიშნულის გარდა, შესული საჩივრებისა და მედიამონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 15 საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება: გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია და გამოსაკითხად დაბარებულები არიან შესაბამისი პირები. 

2017 წლის არჩევნებში დარეგისტრირდა 300-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საიდანაც კანდიდატურების მოხსნის შემდგომ, არჩევნების დღისათვის დარჩა 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი, ხოლო 201 საინიციატივო ჯგუფიდან - 11 მერობის და 190 მაჟორიტარობის კანდიდატი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^