Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის ანგარიში: ლგბტ თემის წარმომადგენლები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია

18 ოქტომბერი, 2017 11:57

2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში შესული 201 განცხადებიდან, საქმეთა 11% სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დევნის (12%) შემდეგ, საქმეების ყველაზე დიდი წილი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დევნაზე მოდის.

„შესწავლილი განცხადებები ცხადყოფს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლის წევრებიც დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან. მიუხედავად ამისა, ლგბტ თემის წარმომადგენლები მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების გასაჯაროებას ხშირ შემთხვევაში ერიდებიან. სამწუხაროდ, საზოგადოებაში კვლავ მყარად არის ფესვგადგმული ნეგატიური სტერიოტიპული განწყობები ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ, რაც ხელს უშლის მათ რიგი უფლებებით სარგებლობაში და აქეზებს მათ მიმართ შეუწყნარებლობასა და ძალადობას“ - წერია ანგარიშში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ლგბტ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას მომსახურების მიღებისას აწყდებიან. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, განმცხადებლები დისკრიმინაციას ექვემდებარებიან, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნებიან თუ არა ლგბტ თემს, რაც მათი გარეგნობით, ჩაცმის სტილით თუ ქცევით არის განპირობებული.

სახალხო დამცველის საქმეებში მოხვდა ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა: ტაქსის მძღოლს მიერ ტრანსგენდერი ქალისთვის მომსახურების გაწევაზე უარი, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელი წყვილის ღამის კლუბიდან გაგდების შემთხვევა, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა აღქმით დისკრიმინაციის საფუძველზე.

ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია შემდეგნაირად ნაწილდება:

  • განსხვავებული მოსაზრების (12%)
  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (11%)
  • რელიგიის (10%)
  • პოლიტიკური შეხედულების (9%)
  • შეზღუდული შესაძლებლობის (9%)
  • ეთნიკური წარმომავლობის (7%)
  • სქესის (6%)
  • ასაჯუს (4%)
  • მოქალაქეობის (4%)
  • სხვა ნიშანი (13%)
  • დისკრიმინაციისგან დაცული საფუძველი არ გამოიკვეთა (13%)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^