Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZIN[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალური შევიწროება ქართულ რეალობაში დაფარული ფენომენია - ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში

18 ოქტომბერი, 2017 13:35

„დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობაზე“ ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, ოჯახში თუ მის გარეთ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავები სათანადოდ არ რეაგირებენ. ზოგ შემთხვევაში არ ხდება მსხვერპლის გამოკითხვა, განსაკუთრებით კი რეაგირება ფერხდება იმ შემთხვევებში, სადაც სავარაუდო მოძალადე თავად არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პრობლემაა სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების მიღმა დარჩენაც. „მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დამატებით აუარესებს საკანონმდებლო ვაკუუმი და ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა. შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მოკლებულია შესაძლებლობას, ეფექტიანად დაიცვას თავი სამუშაო ადგილზე ან სხვა სიტუაციაში“, - წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს ამ კუთხით ცნობიერების დაბალი დონე. სექსუალური შევიწროება ქართულ რეალობაში დაფარულ ფენომენს წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში როგორც სახალხო დამცველის, ისე სასამართლოსადმი მიმართვიანობა უკიდურესად დაბალი იყო. რისი მიზეზიც, ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არსებული გენდერული სტერეოტიპებია. „მსხვერპლს აქვს მოლოდინი, რომ კაცის მხრიდან შევიწროების შემთხვევაში, შესაძლოა, საზოგადოებამ, ოჯახმა თუ კოლეგებმა ის საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ პრინციპებთან შეუსაბამო ქცევაში დაადანაშაულონ.“ - აღნიშნავს ომბუდსმენი.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა, სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, პირველად გამოსცა რეკომენდაცია და წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ორივე შემთხვევაში საქმე შეეხებოდა სამუშაო ადგილზე ხელმძღვანელის მხრიდან შევიწროებას.

ომბუდსმენმა ცალკე გამოყო ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია. რომელზეც საანგარიშო პერიოდში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ და შპს „ახალ მზერას“ რეკომენდაციით მიმართა. საქმე დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლებულ თანამშრომლებს ეხებოდა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პრობლემაა დისკრიმინაციის წამახალისებელი რეკლამები და განცხადებები. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ეს კომპანიების მხრიდან პროდუქტის წარმატებულად გაყიდვის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევა. ამ მიმართულებით, სახალხო დამცველთან რამდენიმე განცხადება შესწავლის პროცესშია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სქესის ნიშნით შევიწროებაზე კვლევების წარმოებისთვის, საჭიროა სასამართლომ დაიწყოს სტატისტიკის წარმოება ან საქმეების იმგვარად დაშტრიხვა, რომ მკვლევრებს დაბრკოლებები არ შეექმნათ.
სახალხო დამცველის ანგარიში 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე მომზადდა და საქართველოში „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ შესრულებას უწევდა ზედამხედველობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^