Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: სარფის საზღვარზე მუსლიმებს რელიგიური ლიტერატურა, მათ შორის ყურანი, ჩამოართვეს

18 ოქტომბერი, 2017 13:47

სახალხო დამცველის ინფორმაციით,  2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სახელმწიფოსთვის ლიტერატურის ნებაყოფლობით გადაცემის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. შვიდივე შემთხვევაში წიგნები ისლამის შესახებაა და მათ შორის არის ყურანიც - ამის შესახებ ომბუდსმენის 2017 წლის სპეციალურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის მდგომარეობას ასახავს.

შესაბამის ინფორმაციას, რომელიც ომბუდსმენმა შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა, თან ერთვოდა იმ პირთა სია, რომლებმაც სახელმწიფოს ნებაყოფლობით გადასცეს მითითებული წიგნები.

„მოპოვებული მასალებით გამოიკვეთა, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის კვეთისას, სავიზო-საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დაბრკოლებები ექმნებოდათ მუსლიმ პირებს. სხვა პირებთან შედარებით, მათ აყოვნებდნენ და შემოწმების ხანგრძლივი პროცედურის დროს უსვამდნენ პირადი ხასიათის შეკითხვებს გარეგნობის, რელიგიური აღმსარებლობის, წარსული, თურქეთში კავშირების და ცხოვრების წესის შესახებ. ამასთან, ყველანაირ პირობას უქმნიდნენ სკუთრებაში არსებული რელიგიური ლიტერატურის დასათმობად“ - ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ფაქტები მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას წარმოადგენს.

სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლებისა და სხვა გამოკითხულთა დაყოვნება, რელიგიური ატრიბუტიკისა თუ ნივთების შემოტანაზე შექმნილი დაბრკოლებები მათში რელიგიური აქტივობის დათრგუნვას ემსახურება.

საანგარიშო პერიოდში აპარატში შესული 201 განცხადებიდან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას 10% ეხებოდა.

 ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია შემდეგნაირად ნაწილდება:

  • განსხვავებული მოსაზრების (12%)
  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (11%)
  • რელიგიის (10%)
  • პოლიტიკური შეხედულების (9%)
  • შეზღუდული შესაძლებლობის (9%)
  • ეთნიკური წარმომავლობის (7%)
  • სქესის (6%)
  • ასაჯუს (4%)
  • მოქალაქეობის (4%)
  • სხვა ნიშანი (13%)
  • დისკრიმინაციისგან დაცული საფუძველი არ გამოიკვეთა (13%)

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიურ უმცირესობებს შორის, ომბუდსმენმა ძირითადად მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტები გამოავლინა, რაც უკავშირდება ინდოქტრინაციას საჯარო სკოლებში, საზღვრის კვეთას, ასევე შენობით სარგებლობის პრობლემას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^