Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირები საზოგადოებაში აგრესიის მსხვერპლები ხდებიან - ომბუდსმენი

18 ოქტომბერი, 2017 15:39

შშმ პირები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად აწყდებიან აგრესიასაც. სახალხო დამცველის პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ხდებიან აგრესიის მსხვერპლები. წერს ომბუდსმენი სპეციალურ ანგარიშში - „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობა“.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდის დროს ერთ-ერთმა პირმა ავტობუსის მძღოლის მხრიდან მისი და აუტისტური სპექტრის მქონე შვილის დისკრიმინაციაზე მიმართა და სახალხო დამცველის თანამშრომლები შემდეგ რამდენჯერმე ახლდნენ განმცხადებელს. „დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვი აგრესიის მსხვერპლია როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების მხრიდან. მოქალაქეთა გაღიზიანება და უარყოფითი დამოკიდებულება გამოწვეულია ცნობიერების დაბალი დონით და სტერეოტიპული დამოკიდებულებით“ - წერია ომბუდსმენის ანგარიშში. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს აუტიზმის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ამის გამო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები საზოგადოებაში ხშირად დაბრკოლებებს აწყდებიან.

ომბუდსმენის ანგარიში შეეხო ინკლუზიურ განათებასაც. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სპეციალური საგნამანათლებლო საჭიროების ბავშვები სკოლებში განათლებას სრულყოფილად ვერ იღებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს არასათანადო რეაგირების გამო, საგანმანათლებლო პროცესი ბავშვებზე სრულად მორგებული არ არის. „სკოლებში, როგორც წესი, სპეციალური მასწავლებლების ნაკლებობაა ან მათი როლი არაა სათანადოდ გააზრებული.“ - წერს სახალხო დამცველი ანგარიშში.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ შშმ პირებისთვის პრობლემაა მხარდაჭერის მიღების პრაქტიკაც. მხარდაჭერის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირი გახადოს მეტად თავდაჯერებული და განუვითაროს უნარები, რათა მომავალში, სურვილის შემთხვევაში, მას ნაკლები მხარდაჭერა დასჭირდეს. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, მხარდაჭერის მიღების პრაქტიკა დაბრკოლებებით ხორციელდება.

სახალხო დამცველის ანგარიში 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე მომზადდა და საქართველოში „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ შესრულებას უწევდა ზედამხედველობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^