Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი: „ოცნება" ემზადება გაყალბებისთვის, ვინაიდან იციან, პირველივე ტურში ვერ მოიგებენ

19 ოქტომბერი, 2017 11:17

„ხელისუფლება, „ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის. გადაუჭარბებლად. ისინი ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის ვინაიდან ნახეს, რომ პირველივე ტურში ამბავს ვერ დაასრულებენ, სრულიად რეალურია მეორე ტური, ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება" პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს. მეორე ტურში კი მათი დამარცხების ძალიან დიდი შანსი არსებობს", - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მან და მისმა საარჩევნო შტაბმა გაყალბების ან ე.წ. კარუსელების თავიდან აცილების მიზნით, ცესკოს თხოვნით მიმართა, რომ მათ დამკვირვებლებს უბნებზე მისცემოდათ უფლება, ელექტრონულ სიაში გადაემოწმებინათ უბანზე მისული თითოეული ამომრჩეველი.

„კანონი ამას ითვალისწინებს და ამის უფლება გვქონდა, მაგრამ ცესკომ უარი გვითხრა. ასევე, ვითხოვდით რეგისტრატორთა მაგიდების წინ გამოწევას, ყოველ არჩევებზე ასე ხდებოდა, რომ ჩვენს დამკვირვებლებს თვალყურის დევნების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამაზეც ცესკომ გვითხრა უარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, „ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის", - განაცხადა ელისაშვილმა.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თავის მხარდამჭერებს სთხოვს, მივიდნენ მათ შტაბში, სადაც მათ დაატრენინგებენ და უბნებზე დამკვირვებლებად გაანაწილებენ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტივობა, ვინაიდან თუ დიდი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა, მაშინ ნებისმიერი გაყალბების სქემა წყალში იყრება. „თქვენი წაუსვლელობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ „ოცნების" ყულაბაში ვარდება ხმა", - განაცხადა ელისაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^