Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ალბატროსში" პროფკავშირი დაფუძნდა

19 ოქტომბერი, 2017 12:28

გასულ კვირას მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მეტალოპლასტმასის და ალუმინის მწარმოებელ კომპანია „ალბატროსში" პროფკავშირი დაფუძნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

„ავჭალაში კომპანიის საწარმოში ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. „ალბატროსის“ მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების მიზეზი - არასწორად დარიცხული ხელფასი და ბუღალტრული შეცდომა გახდა. ადმინისტრაცია თანამშრომელთა ნაწილს შეცდომით ზედმეტ თანხას ურიცხავდა და შეცდომის აღმოჩენისას თანამშრომლებთან შეხვედრა გადაწყდა და შეთანხმებაც მოხდა, თუმცა ხელმძღვანელის კაბინეტის დატოვების შემდეგ რამდენიმე მუშას დაცვის შვიდი წევრი დახვდა, რომლებმაც ისინი ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს და სცემეს. მომხდარის გამო, საწარმოში თანამშრომლების დიდ ნაწილს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ვითარება გამწვავდა.

დავაში პროფკავშირების ჩართვის შემდეგ კომპანია „ალბატროსის" დამფუძნებელსა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებების მშვიდობიანად წარმართვა და დასრულება გახდა შესაძლებელი. შეთანხმება  7 ოქტომბერს გაფორმდა. „ალბატროსიდან" დაცვის წევრები დაითხოვეს, მონიტორინგის სამსახურის უფროსს კი დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება.

დავის მოლაპარაკებებით დასრულების შემდეგ, თანამშრომლებმა პროფკავშირის შექმნა გადაწყვიტეს", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, გუშინ, შპს „კომპანია ალბატროსის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება გაიმართა.

დამფუძნებელი კრება საინიციატივო ჯგუფმა მოიწვია და მას კომპანიის 50-მდე თანამშრომელი დაესწრო. კრებამ აირჩია ორგანიზაციის თავმჯდომარე, მოადგილე და კომიტეტის 17 წევრი.

დამფუძნებელმა კრებამ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მოადგილეს და კომიტეტს უკვე დაავალა კოლექტიური საკითხების მომზადება და მოლაპარაკებების დაწყება კომპანიის ადმინისტრაციასთან.

კომპანია „ალბატროსიდან“ დაცვის თანამშრომლები გაათავისუფლეს

კომპანია „ალბატროსის“ თანამშრომლები აქციას მართავენ

„ვერ ვინძრევი, ძლივს დავდივარ" - „ალბატროსის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურში სცემეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^