Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა

20 ოქტომბერი, 2017 14:03

საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს გუშინ მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ის 117 ხმით დასძლია. 

„სამწუხაროდ ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო, ის რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია, ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან , რომ ყველანაირი ნაბიჯი უნდა  გადავდგათ, რომ თავიდან აცილებულ იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საკანსტიტუციო ცვლილებები ძალაში 2018 წლიდან შედის, როცა ახალარჩეული პრეზიდენტი საპრეზიდენტო ფიცს დადებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^