Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკო: თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 43% იყო

21 ოქტომბერი, 2017 21:29

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოს მასშტაბით 45% იყო, ხოლო თბილისში - 43%.

ცესკოში დღეს 1468 ზარი და 134 შეტყობინება შევიდა, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი პროცედურებსა და სიების გადამოწმებას ეხებოდა. 

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმარა. ამომრჩევლებს  64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი უნდა  აერჩიათ.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებული იყო  22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებული იყო 200 საინიციატივო ჯგუფი.

არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს.  პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია.

არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი (54 389) წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი (20 641)  და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4000-ზე მეტი (4 820)  ჟურნალისტი.

„რუსთავი 2-ის“ ეგზიტპოლი: კალაძე 54%, უდუმაშვილი 15%, ელისაშვილი 14%

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^