Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წინასწარი შედეგებით, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

22 ოქტომბერი, 2017 11:25

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვა, ხოლო ქუთაისში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ამ დროისთვის, ქუთაისში 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 119 უბნის მიხედვით.  „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას ხმების 48.56% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი - 27.05%.

ამ დროის მონაცემებით, თბილისში უბნების 100%-ია დათვლილი, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ 51.06% მიიღო.

რუსთავში 87 უბნიდან მონაცემები დათვლილია 82 უბნის მიხედვით, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ კანიდატმა, ირაკლი ტაბაღუამ 53.05% მიიღო.

ფოთში ამ დროისთვის 32 უბნიდან მონაცმები დათვლილია 31 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ ხმების 54.92% მიიღო.

ბათუმში 103 უბნიდან მონაცემები დათვლილია 102 უბნის მიხედვით, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ხმების 55.67% მიიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^