Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: მერიის კარი ღია იქნება თუნდაც კონკურენტებისთვის, რომელთაც რეალისტური იდეები აქვთ

22 ოქტომბერი, 2017 15:17

„მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის. ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც ჩემი კონკურენტებისთვის, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, წვლილი შეიტანონ ჩევნი დედაქალაქის, უკეთესი მომავლის მშენებლობაში“ - განაცხადა თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუკი ოპონენტებს აქვთ კონკრეტული იდეები და პროექტები თბილისთან დაკავშირებით, იგი თანამშრომლობისთვის მზად არის.

„მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა.  გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა“. - თქვა კალაძემ.

მისი თქმით, მოქალაქეების მისდამი მხარდაჭერა აძლევს სტიმულს, თავდაუზოგავად იმუშაოს თბილისელების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად.

„სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“ - თქვა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^