Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამაზ მეჭიაური არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს

23 ოქტომბერი, 2017 13:17

თამაზ მეჭიაური, რომელიც თიანეთის მერობისთვის იბრძოდა, არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც მან „იბერიის“ ეთერში განაცხადა, სასამართლს „გაუჭირდება რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება, გარდა იმისა, რომ საწყის მდგომარეობაში დააბრუნოს სიტუაცია“.

თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თიანეთის თემის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვა. მან მხოლოდ 4 ხმით დაამარცხა მმართველი პარტიის ყოფილი წევრი და პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი თამაზ მეჭიაური. 

მეჭიაურის თქმით, ქიტესაშვილს კომისიამ საარჩევნო ყუთში ჩაყრილი ცარიელი ბიულეტენების ხმები დაუმატა.

თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ცალუღელაშვილი აცხადებს, რომ ბათილ ბიულეტენებში შერეული იყო 5 ბიულეტენი, რომლებიც „ქართული ოცნების“ კანდიდატს ეკუთვნოდა.

„კომისიის სხდომას ესწრებოდა ყველა პარტიის წარმომადგენელი, ვინც კი რეგისტრირებული იყო თიანეთის ოლქის საარჩევნო კომისიაში და კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

აღმოჩნდა გასხნის შედეგად ბათლი ბიულეტენების გადათვლისს, რომ ამ ბათილ ბიულეტენებში შერეული იყო ნამდვილი ბიულეტენების 5 ეგზემპლარი, რომლებიც ეკუთვნოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს“ - ამბობს ცალუღელაშვილი „იბერიასთან“ საუბარში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^