Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი სამართალდამცავებს ჩაბარდა

31 ოქტომბერი, 2017 11:48

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ორშაბათს სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარუდგინეს ბრალი. მანაფორტს ამერიკის წინააღდეგ შეთქმულებაში, ფულის გათეთრებასა და გადასახადების დაფარვაში ადანაშაულებენ, თუმცა ბრალდებები არ ფარავს საარჩევნო პერიოდს.

პარასკევს ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ბრალდებები მანაფორტისა და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის რიკ გეითსის წინააღმდეგ გაიზიარა და ბრალდება შეადგინა. მანაფორტი ვაშინგტონში ლობისტურ კომპანიას ხელმძღვანელობდა და რუსეთის, ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის უკრაინის ინტერესებს ლობირებდა.

ბრალდებები ამ ორ პირს ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ხელმძღვანელმა, სპეციალურმა გამომძიებელმა, რობერტ მალერმა წაუყენა.

დღეს პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ აღნიშნული ბრალდებები იმ პერიოდს შეეხება „სანამ მანაფორტი ტრამპის კამპანიას შეუერთდებოდა. მისი თქმით, რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო გუნდს შორის „გარიგება" არ ყოფილა.

კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალერის გამოძიებას ისევ „კუდიანებზე ნადირობა" უწოდა. პრეზიდენტი სპეციალური საგამოძიებო კომისიისა და კონგრესის მცდელობებს, იპოვონ კავშირი მის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის, შარშანდელ არჩევნებში ჰილარი კლინტონის სენსაციური დამარცხების გასამართლებლად დემოკრატიული პარტიის განწირულ მცდელობებს უწოდებს.

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის" მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^