Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაგროვებითი საპენსიო შენატანი 40 წლამდე დასაქმებულთათვის შესაძლოა სავალდებულო გახდეს

31 ოქტომბერი, 2017 14:34

დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კანონპროექტი საზოგადოებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ  ნინო ჯავახაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და ეროვნული  ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშილმა გააცნეს.

საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, ეკონომიკის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რეფორმისა და პროექტის მომზადებაში ჩართულები იყვნენ ისეთი დონორი ორგანიზაციები როგორიცაა, მსოფლიოს ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო.  ჯავახაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ისინი რეფორმის განხორციელების პროცესშიც სახელმწიფოს აქტიური მხარდამჭერები იქნებიან.

რას გულისხმობს უშუალოდ საპენსიო რეფორმა?

როგორც შეხვედრისას ნინო ჯავახაძემ განმარტა, საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში  მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალქეებზე, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები არიან და შემოსავალს იღებენ.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი, განსაზღვრული შენატანის საპენსიოს სქემის შექმნას გულისხმობს. კერძოდ, დასაქმებული, მისი დამსაქმებელი და სახელმწიფო, დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2-2%-ს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად შეიტანს.

რაც შეეხება  თვითდასაქმებულებს, ისინი თავიანთი შემოსავლის 4%-ს, შეიტანენ,  რადგან როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თვითდასაქმებულები თავისი თავის დამსაქმებლები არიან. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ამ შემთხვევაშიც 2%-იანი თანამონაწილოებით შევა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კანონის მიღება „დაგროვებისთი პენსიის შესახებ“ არ ითვალისწინებს არსებული საბაზისო პენიის გაუქმებას და ის როგორც სოციალური დანამატი დარჩება.

პროექტით გათვალისწინებულია, რომ მოხდება დაგრვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება.  ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.

როგორც შეხვედრაზე რეფორმის პროექტის ავტორებმა განაცხადეს, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად.

დაგროვებითი საპენსიოს სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება  2018 წლის მე-3 კვარტლიდანაა დაგეგმილი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ საპენისო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ. მისივე თქმით, საბჭო შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, გაითვალისწინებს საინვესტიციო ინსტრუმეტნების ლიკვიდურობისა და ხარისხობრივი მახასიათებლების სტანდარტებს, ისევე როგორც დივერსიფიცირებულობისა და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

შეხვედრაზე, ასევე ითქვა, რომ შეიქმნება საპენსიო სააგენტო, თუმცა რამდენი იქნება მისი ბიუჯეტი, ვინ იქნება  ხელმძღვანელი და რა იქნება უშულოდ სააგენტოს ფუნქციები, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ რომ პარლამენტთან ერთად იმუშავებენ, უშუალოდ კანონპროექტის განხილვის პროცესში.

კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე გადაეგზავნება. თუმცა დღეს ის უკვე „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^