Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები თბილისის მეტროში

31 ოქტომბერი, 2017 16:33

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს. ახალი გადახდის აპარატები საქართველოს ბანკმა დაამონტაჟა, აპარატების მუშაობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე გაეცნენ.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით და მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ტურნიკეტები ორმხრივია ანუ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გაატაროს მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერებით არის აღჭურვილი, რაც მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და დამატებით კომფორტს უქმნის მგზავრებს და მომსახურე პერსონალს. აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრების და მექანიკური დაზიანებებისგან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის მიერს აზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა. სწორედ აუქციონში გამარჯვების ფარგლებში, საქართველოს ბანკი არაერთი ნვესტიციას განახორციელებს და განაგრძობს ავტობუსების მართვის და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობა და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე და მარტივი გადახდის საშუალებები.

„საქართველოს ბანკი ლიდერია გადახდების მომსახურების სფეროში და მომხმარებელს თავაზობს გადახდის არაერთ საშუალებას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობას და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები, ამის დასტურად მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველა“-ზე დამონტაჟდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების გადახდების აპარატები, რაც მგზავრს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაიხადოს მეტროში მგზავრობის საფასური. 2017 წლის ბოლომდე, ყველა მეტროს სადგურზე ეტაპოვრივად დამონტაჟდება ახალი გადახდის აპარატები. საქართველოს ბანკს აქვს თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გამოცხადებული ნდობისთვის,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

ავტოსაკონტროლო პუნქტის ახალი აპარატების დამონტაჟება მიმდინარეობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზების ფარგლებში, რაც შემდეგ საკითხებსი თვალისწინებს:

  • თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროგზებზე დაინერგება ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის სისტემა;
  • მუნიციპალური ტრანსპორტი აღიჭურვება ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით;
  • შეიქმნება სპეციალურიმო ბილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით;
  • დაინერგება მიწისზედა ტრანსპორტის ადგილმდებარეობის დადგენის ახალი სისტემები,რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს მოძრაობის გრაფიკი და ოპერატიულად შეძლოს შესაბამისი რეაგირება;
  • „საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვის და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^