Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპის მდივანი პუტინის მოკავშირეებთან ბიზნესურთიერთობაში ამხილეს - სამოთხის დოკუმენტები

05 ნოემბერი, 2017 22:49

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრი, მდივანი ვაჭრობის საკითხებში ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებთან ბიზნესურთიერთობაში ამხილეს. „სამოთხის დოკუმენტები" - ასე ეწოდება ჟურნალისტურ გამოძიებას, ოფშორულ კომპანიებში დაცული ქონების შესახებ. 

დოკუმენტების თანახმად, უილბურ როსს ბიზნესურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის, ისეთ პირებთან, რომელთა მიმართაც აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული. 

როგორც აღმოჩნდა, როსი დაინტერესებული  იყო Navigator Holdings-ით, რომელიც რუსული ფირმა Sibur-ისთვის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებით ყოველწლიურად მილიონებს გამოიმუშავებს. Sibur-ის ორი მთავარი მეწილე აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. 

Sibur-ის ერთ-ერთი მეწილე ვლადიმერ პუტინის სიძე კირილ შამალოვია. იგი ფირმის 3.9%-იან წილს ფლობს. მსხვილ მეწილეთა შორის ასევე არიან გენადი ტიმჩენკო, რომელთანაც 12-მდე კომპანიაა დაკავშირებული და რომელსაც აშშ-მა ინდივიდუალურად დაუწესა სანქცია და ლეონიდ მიკელსონი, რომლის მთავარი კომპანია Novatek-იც ასევე სანქცირებულია. სანქციები არ შეხებია თავად კომპანია Sibur-სა და შამალოვს, თუმცა ამ უკანასკნელის მამა, ნიკოლაი შამალოვი ასევე სანქცირებულ პირთა სიაშია. 

აღნიშნულ მეწილეებს როსი არასდროს შეხვედრია. აშშ-მა სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის 2014 წლის ანექსიის შემდეგ გამოსცა. 

BBC-ის ინფორმაციით, გაჟონილი ინფორმაცია შეკითხვებს გააჩენს რუსეთთან დონალდ ტრამპის გუნდის კავშირის შესახებ.

გამოაშკარავებული ფინანსური დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მსოფლიო მასშტაბით უამრავი მდიდარი და ცნობილი ადამიანი ფულს ოფშორულ კომპანიებში ინახავს. BBC-ის ინფორმაციით, მათ შორის არის ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ მეორეც.

„სამოთხის დოკუმენტები" 13,4 მლნ-მდე დოკუმენტს მოიცავს. მათ დამუშავებაზე 100-მდე მედიაორგანიზაცია მუშაობდა, მათ შორის BBC Panorama. 

„პანამის დოკუმენტების" მსგავსად, ფაილები ამჯერადაც გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მ მოიპოვა და დასამუშავებლად „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს" გადასცა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^