Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორია შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა

06 ნოემბერი, 2017 20:03

შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ ისაუბრა.

თამარ ბაგრატიას თქმით, შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა მრავალწახნაგოვანი თემაა და სხვადასხვა აქტუალურ პრობლემატიკას აერთიანებს. მან მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის დაბინძურებასა და ბიომრავალფეროვნებაზე.

 საქართველომ ჯერ კიდევ 1992 წელს ხელი მოაწერა ბუქარესტის შავი ზღვის დაცვის კონვენციას. შესაბამისად, ბაგრატიას თქმით, გარკვეული ვალდებულებები აქვს ქვეყანას ეკოსისტემის შენარჩუნების, ნაპირფორმირების, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა ზღვის გარემოს მდგომარების შეფასების მიდგომები. ადრე ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა ფასდებოდა ძირითადად, წყალში დაბინძრებული ნივთიერებების კონცენტრაციის გადამეტების დადგენით. თუმცა ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის დირექტივისა და ევროკავშრის წყლის ჩარჩო დირექტივის მიღებით ზღვის „სიჯანსაღის“ მთავარ მაჩვენებლად აღიარებულია ბიომრავალფეროვნება.

სააგენტოში ამბობენ, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სისტემატური და კომპლექსური მონიტორინგი დიდი ხნის განმავლობაში არ წარმოებდა შესაბამისი დაფინანსების, კვლევითი გემების, სათანადო ხელსაწყოებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიების არარსებობის გამო.

თამარ ბაგრატიას თქმით, ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში პირველად განხორციელდა კომპლექსუროი კვლევები. კერძოდ,  ჩატარდა გარემოს (ზღვის წყალი, ფლორა და ფაუნა) ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების ანალიზი,  შესაბამისი ფიზიკურ-ქიმიური და ჰიდროლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით.

კვლევითი პროექტის ფარგლებში ექსპედიცია ჩატარდა რუმინეთის სამეცნიერო-კვლევითი გემით „’Mare Nigrum”. კვლევები განხორციელდა  შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ შელფზე (15 სადგური) , შავ ზღვაში ოდესიდან-ბათუმამდე (14 სადგური)  და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში - საქართველოს სანაპირო (15 სადგური).

რა აჩვენა შავ ზღვაში ჩატარებულმა კვლევებმა?

კვლევის ერთ-ერთი მიმართულება შავი ზღვის წყალში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცის შემოწმება იყო.

თამარ ბაგრატიას თქმით, ზღვის წყალში ფსკერულ დანალექებში, მოლუსკებსა და თევზების სხეულში გაანალიზებული იქნა 2100-მდე დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია.  შავ ზღვაში კვლევების დროს დამატებით განისაზღვრა 2041 სამიზნე ნივთიერების არსებობა. ამ ნივთიერებების სიაში შევიდა ფარმაცევტული საშუალებები, პირადი ჰიგიენის პროდუქცია, პესტიციდები, ბიოციდები, სამრეწველო ქიმიკატები, მათი ტრანფორმაციის პროდუქტები და აშ. ამ ქიმურ ნივთიერებებიდან მინიმუმ 145 მათგანი გამოვლინდა ერთ ერთ ნიმუშში.

სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, კვლევების შედეგმა აჩვენა პოლიარომატული ნახშირწყალბადების არსებობა, რომლის წყაროს წარმოადგენს ნავთობის დაღვრები გემების გადაადგილებისას. ისინი წარმოდგენილი იყო ბენზო(a)პირეის სახით, რომელიც ყველა ნიმუშში განისაზღვრა და ექვს სადგურში აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

“საქართველოს სანაპიროს გასწვრივ აღებული წყლის სინჯებში დაფიქსირდა პესტიციდების მაღალი კონცენტრაციები, რაც მიუთითებს ამ დამაბინძურებლის  ადგილობრივი წყაროების არსებობას. ძველი, გამოყენებისთვის დიდი ხნის წინ აკრძალული პესტიციდების ჯამური მნიშვნელობა  33 გამოკვლეული უბნიდან 27- ში აჭარბებდა დასაშვებ ნორმას.

საქართველოს სანაპიროს გასწვრივ აღებულ ზღვის წყლის სინჯებში განისაზღვრა შემდეგი მძიმე ლითონების შემცველობები: სპილენძი, რკინა, მანგანუმი, დარიშხანი, ტყვია, თუთია  კადმიუმი და ნიკელი.  არცერთი ლითონის მაქსიმალური კონცენტრაცია არ აღემატებოდა ეროვნულ სტანდარტებს, თუმცა ევროპულ სტანდარტთნა შედარებით ნიკელის შემცველობა ქობულეთთან და ციხისძირთან აღებულ სინჯებში აღემატებოდა ნორმას. „- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში.

თამარ ბაგრატიას თქმით, ყოველი აღებული სინჯი შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ათას ნივთიერებას. ზოგიერთი მათგანის შესახებ დღეისათვის არაფერი ვიცით, მომავალში მეცნიერებს კი ახალი მეთოდებით შეეძლებათ მათი სრულყოფილი შესწავლა.

ზღვის ძუძუმწოვრების მდგომარეობა ერთ - ერთი საკითხია, რომელიც შეისწავლეს. თამარ ბაგრატიას თქმით, მცირდება თეთრგვერდა დელფინების რაოდენობა.

„საქართველოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაფიქსირდა გასაოცარი ფაქტი. ახალმოზარდი ზღვის ღორი „იშვილა“ თეთრგვერდა დელფინების გუნდმა. პატარა ზღვის ღორი მიუხედავად შედარებით მოკრძალებული ჰიდროდინამიკური თვისებებისა ყველანირად ცდილობდა მიებაძა თეთრგვერდა დელფინებისთვის“, - ამბობს თამარ ბაგრატია.

დელფინების სანაპიროზე გამორიყვის ფაქტთან დაკაშირებით, თამარ ბაგრატიამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი დელფინი 2012 წელს გამოირიყა, სულ 173, მას შემდეგ ეს რიცხვი იკლებს. 2017 წელს 98 დელფინი გამორიყა ზღვამ. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს საშულება სიღმისეულად დაადგინოს და გამოიკვლიოს ზღვის ძუძუმწოვრების სიკვდილიანობის მიზეზი.

მან ასევე ზღვაში აღმოჩენილ მყარ ნარჩენებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ მყარი ნაჩენების კუნძულებიც კი არის ნაპოვნი ზღვაში. ამ ნარჩენების 61% კი პლასტმასია. შემდეგ კი კატეგორიებად სხვა ტიპის დაბინძურებები მოდის. თამარ ბაგრატიას თქმით,  ნარჩენები ხვდება ზღვის ბინადრების ორგანიზმში და მათი სიკვდილიანობის მიზეზი ხდება.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავ ზღვაში უიშვიათესი სახეობები იქნა ნაპოვნი, მაგალითად, როგორიცაა ლაქებიანი მწვანულა და ზღვის ნემსთევზა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^