Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული მარში" საქართველოს მატჩზე პერფორმანსს გეგმავს - საბაბად ყალბ „სქრინებს" იყენებენ

13 ნოემბერი, 2017 16:33

Facebook-გვერდი „წინააღმდეგობა“ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მსვლელობას გამართავენ და დღეს გურამ კაშიას საგულშემატკივროდ ქუთაისში საქართველო-ბელარუსის ამხანაგურ თამაშს ორგანიზებულად დაესწრებიან.

ჰომოფობიურ განცხადებაში წერია, რომ „ქართული მარში“ დღეს 17:00 საათიდან დაიწყებს მობილიზებას. 

„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, რათა დავესწროთ საფეხბურთო მარშს და გარკვეული პერფორმანსი გვაქვს დაგეგმილი. აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა, ყოფილიყო აქ გარკვეული პროტესტი და ჩვენ ჩამოვედით, რათა შევუერთდეთ ამ პროტესტს, ეს არის იმ ქართველების მიერ ორგანიზებული, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობენ“, - უთხრა „ლიბერალს" „ქართული მარშის“ წევრმა სანდრო ბრეგაძემ

„ლიბერალი“ ესაუბრა „თანასწორობის მოძრაობის“, „იდენტობისა“ ქუთაისის ფილიალის და „თემიდას“ წარმომადგენლებს, მათ აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. 

„ეს არის ბინძური კამპანია, არცერთი ორგანიზაცია იქ წასვლას არ აპირებს. ყალბი სქრინებიც გააკეთეს, რომ უფრო დამაჯერებელი ტყუილი გამოსვლოდათ. ასეთი პროვოკაციების მიზანი უფრო მეტი ადამიანის მობილიზებაა და მეტი არაფერი“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თემიდას“ წარმომადგენელი კობა ბიწაძე. 

დღეს 18:00 საათზე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^