Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კუჭავა: მნიშვნელოვანია, საბოლოოდ რა ფორმით გადავა ეკონომიკის სამინისტროში ბუნებრივი რესურსები

13 ნოემბერი, 2017 17:52

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანია, ბუნებრივი რესურსების კომპონენტი, საბოლოო ჯამში რა ფორმით გადავა [ეკონომიკის სამინისტროში], ანუ გადავა მხოლოდ ლიცენზირების, ბიოლოგიის ნაწილიც, თუ მთლიანად ყველაფერი.

მისი თქმით, ყველა იმ  კომპანიაზე, რომლებიც წიაღისეულით სარგებლობენ და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ახორციელებენ სამთო კომპანიები, გარემოს დაცვის სამინისტრო მაინც უნდა დარჩეს მაკონტროლებელად.

როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, თუ როგორ  განაწილდება ფუნქციები.

მისივე თქმით, ზოგადად ის ფაქტი, რომ ეკონომიკაში გადადის წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების ნაწილი, მიღებული და სწორი ფორმაა.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ეკონომიკის ნაწილია. ქართული ეკონომიკის დიდი ნაწილი მოდის წიაღისეულით სარგებლობაზე. ეს ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია და ძალიან კარგადაც მუშაობს. მთავარია, არსებობდეს კონტროლის შესაბამისი ზომები. ამისთვის კი საჭიროა ძლიერი გარემოს დაცვის სამინისტრო და სწორად გადანაწილება იმ ფუნქციების, რომლებიც მთლიანად ამ სექტორს ეხება.  ამ შემთხვევაში შეიძლება ლიცენზირება დარჩეს ცალკე. [მნიშვნელოვანია] სად დარჩება გეოლოგიის ნაწილი, ანგარიშების დამტკიცების ნაწილი და ა.შ.“, - აცხადებს კუჭავა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბრიფინგი გამართა. 

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი შეუერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს კი შეუერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თურქეთში გამართული არჩევნების წინასაწარი ...

თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ...
24 ივნისი
24 ივნისი

შსს: ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციი ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შე ...
24 ივნისი
24 ივნისი

ერდოღანი: ამ არჩევნებით თურქეთი აწყობს დ ...

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდა. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურა. როგორ Reuters ...
^