ამერიკელ რეჟისორ დევიდ ლინჩთან შეხვედრა ორშაბათს, 20 ნოემბერს, კლუბ ხიდში გაიმართება.
„დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის" ინფორმაციით, იგი კინოინდუსტრიაში საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებს, ასევე „ემოქმედებით საქმიანობაში სრული პოტენციალის გამოყენებაზე ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკის საშუალებით".
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღნისძიებაზე დამსწრეთა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
„გაიცემა მოსაწვევების გარკვეული რაოდენობა. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და დაელოდეთ დასტურს. მოსაწვევთან ერთად აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აკრძალულია მოსაწვევის სხვისთვის გადაცემა" - აცხადებენ ორგანიზატორები.