Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბირჟა მაფიის" საქმე Freedom House-ის ანგარიშში

14 ნოემბერი, 2017 18:53

ორგანიზაცია Freedom House ინტერნეტისა და ონლაინმედიის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც „ბირჟა მაფიის" საქმეც მოხვდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადად საქართველოს მოქალაქეები ონლაინსივრცეში თავიანთ მოსაზრებებს თავისუფლად, სასჯელის შიშის გარეშე გამოხატავენ, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასებით, სამართალდამცავთა რეაგირება შესაძლოა არათანაზომიერიც იყოს. 

„სამართალდამცავი სტრუქტურები პერიოდულად იძიებენ საქმეებს იმ ინტერნეტმომხმარებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ონლაინსივრცეში აგრესიული მუქარით გამოირჩევიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განმარტებით, სამართალდამცავთა რეაგირება შესაძლოა, ზოგჯერ არათანაზომიერიც იყოს. 

იყო ცალკეული შემთხვევა, როცა „ბირჟა მაფიის" წევრი რეპერები 2017 წლის ივნისში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც, პოლიციის თქმით, ნარკოტიკები აღმოუჩინეს. ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ბრალდებები გამოგონილი იყო და რომ ნარკოტიკები youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, შურისძიების მიზნით ჩაუდეს. ვიდეოში პოლიციელი ძაღლის სახით არის გაშარჟებული. მას შემდეგ, რაც დაკავებას თბილისში პროტესტის ტალღა მოჰყვა, ორივე მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, 2017 წლის 12 ივნისს. გარდა ამისა, ვიდეო youtube-დან გარკვეული დროით გაქრა და 2017 წლის ივნისში ისევ დაიდო, თუმცა მასში პოლიციელის სახე გადაფარულია.

ჯერაც გადაუწყვეტელია სულხან წულაძის საქმე, რომელმაც 2016 წელს წინასწარ პატიმრობაში ერთი თვე გაატარა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტფორუმ Forum.ge-ზე აშშ-ის ელჩზე გამოგონილი თავდასხმა დააანონსა. წულაძეს საერთაშორისო დაცვით უზრუნველყოფილი პირის წინააღმდეგ თავდასხმის მუქარაში დასდეს ბრალი. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაკავებას გაუმართლებელი უწოდეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ წულაძე თავისი პროვოკაციული გამოხდომებით არის ცნობილი და პოსტი ხუმრობა იყო" - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია საქართველოს მედიის თავისუფლების ხარისხი „ნაწილობრივ თავისუფლად" არის შეფასებული. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით, 25-ბალიან შკალაზე ხელმისაწვდომობა 7-ია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 8 იყო. 

რაც შეეხება კონტენტის ხელმისაწვდომობას, 35-ბალიან შკალაზე საქართველო წინა წლის მსგავსად 6 ქულით არის შეფასებული. 

რაც შეეხება ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებებს, 40-ბალიან შკალაზე საქართველომ წინა წლის მსგავსად 11 ქულა აიღო. 

ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის დაფარვის მაჩვენებელი 50%-ია. ქვეყანაში რიგი სოციალური ქსელების აპლიკაციები დაბლოკილია, თუმცა არ არის დაბლოკილი სოციალურ-სოციალური შინაარსის კონტენტი. ამავდროულად არ დაფიქსირებულა ბლოგერების დაპატიმრების ფაქტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^