Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექსპერტები არკვევენ, გუშინ მაყაშვილზე ნაპოვნი ცხოველი მგელია თუ ძაღლი

16 ნოემბერი, 2017 15:09

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის სამსახურთან ერთად არკვევს, გუშინ მაყაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ცხოველი მგელია თუ არა. 

„გუშინ 112-ზე დარეკა მოქალაქემ, რომ ეძებდა მგელძაღლას, რომელიც დაკარგა. ამიტომ ველოდებით მოქალაქეს, ველოდებით გარკვევას, თუ ეს რა არის. ეს ცხოველთა მინიტორინგის თემაა და თუ გადაკვალიფიცირდება, რომ მოქალაქეს უკანონოდ ჰყავდა მგელი დატყვევებული, მერე უკვე ჩვენი ნაწილი იქნება“, - უთხრეს „ლიბერალს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის სამსახურში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის სამსახურში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ გენეტიკური ანალიზისა და მოკვლევის შემდეგ დადგინდება, ნაპოვნი ცხოველი მგელია თუ მგელთან შეჯვარებული ძაღლი. იმ შემთხვევაში, თუ ის მგელი აღმოჩნდება, მაშინ მოქალაქეს გარეული ცხოველის დატყვევებისთვის სანქციები დაეკისრება.

 ნაპოვნი ცხოველი ამ დრომდე ცხოველთა მუნიციპალურ  თავშესაფარშია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^