მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული შეირაღებული იყო და ჰაერში ისროდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებას.